…And Justice for All | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 25 აგვისტო, 1988 | |||
ჩაიწერა | 28 იანვარი–1 მაისი, 1988 | |||
სტუდია | One On One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 65:34 | |||
ლეიბლი | Elektra, Vertigo | |||
პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
მეტალიკა — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან …And Justice for All | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 93/100 (expanded edition)[1] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Chicago Tribune | ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Metal Forces | 10/10[5] |
Pitchfork | 9.3/10[6] |
Q | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rock Hard | 9.5/10[8] |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Village Voice | C+[11] |
…And Justice for All — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სტუდიური ალბომი. 1988 წლის 25 აგვისტოს გაშვებული იქნა გაყიდვაში Elektra Records-ის მიერ. ესაა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, რომელშიც თავისი წვლილი ბასისტმა ჯიესონ ნიუსტედმაც შეიტანა.
ალბომის თემატიკა ასახავს უსამართლობას იურიდიულ სისტემებში, შეზღუდულ თავისუფლებას, ომს, გონებასუსტობას და სიძულვილს. ალბომში ძლივს შესამჩნევად ისმის ნიუსტედის ბას-პარტიები. ამის შესახებ ნიუსტედი ამბობს:
![]() |
„სამართლიანობის ალბომი არ გამოდგა ჩემთვის სამართლიანი, რადგან იქ თქვენ ნამდვილად ვერ გაიგონებთ ჩემს დაკრულს...“
|
ალბომის გარეკანზე ასახულია დაბზარული და თოკებით დაბმული ქანდაკება ქალბატონი სამართლისა. მას ხელში სასწორი უჭირავს, რომლის ორივე თეფზე შევნიშნავთ დოლარებს. ხელნაწერი სიტყვები …And Justice for All განთავსებულია მარჯვენა ქვედა კუთხეში. მას მარჯვენა ხელში უკავია მახვილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი მზადაა სამსჯავროსთვის, სამართლიანობის დასაცავად. ყდა დამზადებული იქნა სტეფენ გორმანის მიერ ჯეიმზისა და ლარსის დავალებით.[12]
2003 წლის 9 ივნისის მდგომარეობით რვა მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ აშშ-ში და რვაჯერ იქნა სერთიფიცირებული პლატინად.[13]