„3-Way (The Golden Rule)“ (ქართ. 3 გზა (ოქროს წესი)) — ამერიკული კომედიური მუსიკალური ჯგუფის The Lonely Island-ის სიმღერა, რომელიც ჩაწერილია ამერიკელ პოპ-მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ლედი გაგასთან ერთად. სიმღერა პირველად გამოჩნდა 2011 წლის 21 მაისს SNL Digital Short-ის სატელევიზიო კომედიურ სერიალში შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, სადაც ჯასტინი იყო მასპინძელი და გაგა - სტუმარი. სიმღერა ციფრული ფორმატით გამოვიდა ეთერში გასვლიდან სამი დღის შემდეგ 24 მაისს.[1]
სიმღერამ და მუსიკალურმა კლიპა მიიღეს დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. მათ სიმღერას უწოდეს ეპიზოდის ყველაზე სასაცილო მომენტი. სიმღერამ მიიღო ნომინაცია ემის 63-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
- ↑ '3-Way (The Golden Rule)' on iTunes!. The Lonely Island (2011-05-24). ციტირების თარიღი: 2011-10-03.