Abbey Road | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 22 თებერვალი 1969 – 20 აგვისტო 1969 | |||
სტუდია | ები-როუდის სტუდიები, სტუდია Olympic და Trident | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა[1] | |||
ხანგრძლივობა | 47:03 | |||
ლეიბლი | Apple | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Abbey Road | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The A.V. Club | A[3] |
Consequence of Sound | A+[4] |
The Daily Telegraph | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Down Beat | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicHound | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Paste | 100/100[9] |
Pitchfork Media | 10/10[10] |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Abbey Road — ინგლისურ როკჯგუფ The Beatles-ის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. გამოცემულია 1969 წლის 26 სექტემბერს. არის ჯგუფის მიერ ჩაწერილი უკანასკნელი ალბომი,[12] თუმცა უფრო ადრე ჩაწერილი Let It Be იყო The Beatles-ის დაშლამდე (1970 წლის აპრილში) დასრულებული ბოლო სტუდიური ჩანაწერი.[13] ალბომი ძირითადად იწერებოდა 1970 წლის აპრილში, ივლისსა და აგვისტოში. აშშ-ისა და ბრიტანეთის ჩარტებში მიაღწია პირველ ადგილს. ოქტომბერში გამოვიდა ორმაგ-A-მხრიანი სინგლი ამ ალბომიდან — „Something“ / „Come Together“, რომელიც ასევე მოხვდა აშშ-ის ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.
Abbey Road-ში ჟღერს როკის, პოპის, ბლუზის და პროგრესული როკის ელემენტების მქონე მუსიკა,[14] აქტიურად გამოიყენება როგორც მუგის სინთეზატორი, ისე Leslie-ს ხმოვან სისტემაში გატარებული გიტარის პარტიები. მის მეორე მხარეს წარმოდგენილია სიმღერების პოპური, რომლის საკუთარი ვერსიები ერთი სუტის სახით შემდგომში უამრავმა შემსრულებელმა წარმოადგინა. ფირფიტა იწერებოდა უფრო კოლეგიურ ატმოსფეროში, ვიდრე ეს მანამდე, Get Back-ის / Let It Be-ს სესიების დროს ხდებოდა, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის მაინც მოხდა მნიშვნელოვანი დაპირისპირებები — განსაკუთრებით, პოლ მაკ-კარტნის სიმღერაზე „Maxwell's Silver Hammer“. კამათი აისახა ჯონ ლენონის აქტიურობაზეც — საბოლოოდ, მას რამდენიმე სიმღერაში არც დაუკრავს. ალბომის გამოცემის დროისთვის ჯონმა ჯგუფი დატოვა, თუმცა ეს ყველასთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მომდევნო წელს მაკ-კარტნის წასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომს თავდაპირველად მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება ჰქონდა, Abbey Road-ის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მისი მუსიკა არ იყო „ავთენტური“. კრიტიკა შეეხო დადგმის ხელოვნურ ეფექტებსაც. ამ შეფასებებთან კონტრასტშია თანამედროვე კრიტიკოსების მიერ Abbey Road-ის, როგორც The Beatles-ის საუკეთესო ალბომის, შეფასება და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიჩნევა. ალბომში შესული ჯორჯ ჰარისონის ორი სიმღერა, „Something“ და „Here Comes the Sun“, ითვლება მის მიერ ჯგუფისთვის დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერებად, ხოლო ალბომის გარეკანი, რომელზეც ჯგუფის წევრები გადადიან ები-როუდის სტუდიის ზებრა გადასასვლელზე, იქცა მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად და შემდგომში სხვა მუსიკოსების მიერ ხშირად მიბაძულად.
|journal=
-ს (დახმარება)