Aerosmith | |
---|---|
Aerosmith-ის წევრები. საათის ისრის მიხედვით, მარცხენა ზედა კუთხიდან: სტივენ ტაილერი, ტომ ჰამილტონი, ბრედ უიტფორდი, ჯო პერი და ჯოუი კრამერი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
დისკოგრაფია | |
აქტიური | 1970—დღემდე[1] |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | |
საიტი | aerosmith.com |
Aerosmith ვიკისაწყობში |
Aerosmith — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელსაც ხშირად „ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს“ უწოდებენ.[2][3]
იმის მიუხედავად, რომ მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც „ბოსტონელ ცუდ ბიჭებს“[4], არც ერთი მათგანი არ არის წარმოშობით ამ ქალაქიდან. ჯგუფის სამი წევრი — სტივენ ტაილერი, ჯო პერი და ტომ ჰამილტონი ერთმანეთს სანაპიში , ნიუ ინგლანდი 1960-იანი წლების ბოლოს შეხვდა, მაგრამ ჯგუფი არ ჩამოუყალიბებიათ. ტაილერი იონკერსიდან (ნიუ იორკი) იყო, პერი ჰოპდელიდან (მასაჩუსეტსი), ხოლო ჰამილტონი — ნიუ-ლონდონიდან (ნიუ-ჰემპშირი). 1970 წელს სამეულმა ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა და ბოსტონი (მასაჩუსეტსი) სამუშაოდ იდეალურ ადგილად ჩათვალა.