ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი | ინტერნეტი |
დაფუძნდა | 1 აპრილი, 1996[1] |
დამაარსებელი | ბრიუსტერ კეილი, ბრიუს გილიატი |
სათავო ოფისი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
ენდრიუ რამი (პრეზიდენტი)[2] დეივ შერფეზი (ვიცე პრეზიდენტი)[2] |
პროდუქცია |
Alexa საძიებიო სისტემა (გაუქმდა 2008) Alexa ხელსაწყოების პანელი |
მფლობელი | Amazon.com |
საიტი | alexa.com |
Alexa Internet, Inc. — ამერიკული კომპანია, დაარსებული კალიფორნიაში 1996 წელს. იგი განთქმულია საიტით, რომელზეც გროვდება საიტების ნახვადობის სტატისტიკა. Alexa არის Amazon.com-ის შვილობილი კომპანია.
დაარსდა 1996 წელს როგორც დამოუკიდებელი კომპანია, ბრიუსტერ კეილისა და ბრიუს გილიატის მიერ[3], ხოლო 1999 წელს 250 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ შეისყიდა Amazon-მა.[4] Alexa-ს ხელსაწყოების პანელი (Alexa Toolbar) აგროვებს ინფორმაციას საიტების ნახვადობაზე და შემდეგ ახდენს პუბლიკაციას მისსავე საიტზე. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში.
2015 წლიდან მოყოლებული, მის საიტს ყოველთვიურად დაახლოებით 6.5 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.[5] Alexa-ს 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მონახულებადია Google.com, მეორე ადგილს იკავებს Youtube.com, ხოლო მესამეს – Facebook.com.