Another Brick in the Wall

„Another Brick in the Wall“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:26 (სამივე ნაწილი)
3:15 (ნაწილი1: სინგლის ვერსია)
4:00 (ნაწილი 2)
1:11 (ნაწილი 3)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

Another Brick in the Wall“ (ქართ. მორიგი აგური კედელში) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall. იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ალბომში, სხვადასხვა ადგილზე ჟღერს. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. ნაწილი II არის სკოლებში არსებული სასტიკი სისტემისა და ზოგადად, პანსიონატი სკოლების წინააღმდეგ საპროტესტო სიმღერა.[1] ცნობილია, რომ ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის საპროტესტო აქციების დროს.[2] „Another Brick in the Wall Part 2“ ასევე გამოიცა სინგლის სახით და იქცა ჯგუფის ერთადერთ #1 ჰიტ სინგლად ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში, სიმღერებთან „Run Like Hell“ და „Don't Leave Me Now“ ერთად, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა დისკო ჩარტის 57-ე პოზიციაზე.[3] იგი იყო ჯგუფის პირველი ბრიტანული სინგლი, გამოცემული 1968 წლის Point Me at the Sky-ს შემდეგ. იგი ასევე იყო 1970-იანი წლების უკანასკნელი #1 სინგლი. „Another Brick in the Wall Part 2“ გახდა „გრემის“ ნომინანტი „როკ დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო შესრულების“ კატეგორიაში (ჯილდო ბობ სეგერის სიმღერამ „Against the Wind“ მიიღო). გარდა ამისა, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ #375 ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა სინგლის 4 მილიონზე მეტი ასლი.

როგორც სინგლი, ასევე ალბომი The Wall სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, 1980 წელს აკრძალული იქნა, როდესაც რასობრივი უთანასწორობის გამო სკოლების ბოიკოტის ფარგლებში არსებული მოძრაობის მონაწილეებმა სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქციეს.[4]

  1. 'Wall' a perfect mix of rock, film. The State News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2003. ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  2. Counting out time Pink Floyd the wall – song was banned in South Africa in 1980. Dprp.net (30 November 1979). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  3. Whitburn, Joel (2004). Hot Dance/Disco: 1974–2003. Record Research, გვ. 203. 
  4. (UPI) "South Africa Bans Floyd's 'The Wall'" The New York Times 15 July 1980: C6

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne