Apple Bandai Pippin | |
---|---|
![]() | |
![]() Bandai Pippin (Atmark Player) უსადენო კონტროლერთან ერთად | |
შემქმნელი | Apple Computer |
მწარმოებელი | Bandai |
ტიპი | მულტიმედიური დამკვრელი, სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 28 მარტი, 1996 ჩრდ.ამ. 1 სექტემბერი, 1996 |
თავდაპირველი ფასი | 599 აშშ დოლარი |
შეწყდა | 1997[1] |
გაიყიდა | 42, 000[1] |
მედია | CD-ROM |
პროცესორი | PowerPC 603 RISC (66 მჰც) |
მეხსიერება | 6 მბ და ვიდეო მეხსიერება 128 კბ NVRAM |
გრაფიკა | Taos[2] (VGA/16 ბიტიანი) |
კონტროლერის შეტანა | AppleJack |
კავშირი | 14.4, 28.8, 33.6 კბიტ მოდემი |
ონლაინ სერვისები | PSINet@World |
წონა | 4 კგ |
წინა | Playdia |
Apple Pippin — მეხუთე თაობის მულტიმედიური სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Apple Computer-ის მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო Apple Pippin-ის პლატფორმაზე. ბანდაი აწარმოებდა ATMARK-ისა (იაპონია) და @WORLD-ის (აშშ, ევროპა) კონსოლებს 1996-1997 წლებში.
Bandai Pippin-ის მიზანი იყო CD-ზე დაფუძნებული იაფიანი კომპიუტერის შექმნა, რომელიც ამასთანავე, ქსელური კომპიუტერის როლს შეასრულებდა. მას გააჩნდა 4x-სიჩქარის CD-ROM-ის მოწყობილობა[3] და ვიდეოგამომოვალი, რაც იძლეოდა კონსოლის სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების საშუალებას, აგრეთვე PowerPC 603e-ის ცენტრალური პროცესორი, System 7.5.2-ის ოპერაციული სისტემა და Apple Color StyleWriter 2400-ის და 2500-ის სერიის პრინტერების მხარდაჭერა.
როდესაც Bandai Pipin გამოვიდა (1995 წელს იაპონიაში, 1996 წელს აშშ-ში), სათამაშო კონსოლების ბაზარზე დომინირებდნენ Nintendo 64, PlayStation და Sega Saturn, რომლებიც Pippin-თან შედარებით, აპარატულად და პროგრამულადაც გაცილებით მაღალ დონეზე იდგნენ, აგრეთვე კონსოლი განიცდიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეფიციტს და მას მხოლოდ Bandai აწარმოებდა. იდეა იმისა, რომ შეექმნათ იაფი კომპიუტერი, გამოსვლისთანავე გაქარწყლდა; მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 599 აშშ დოლარს, სისტემა სათმაშო კონსოლს უფრო ჰგავდა და სხვა მის თანამედროვე კონსოლებთან შედარებით გაცილებით ძვირიც ღირდა.
საბოლოოდ პიპინი ტექნოლოგიურად სუსტი აღმოჩნდა. იაპონიასა და აშშ-ში სისტემა გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით (სულ 100,000, აქედან გაიყიდა მხოლოდ 42,000). 2006 წელს ჟურნალ PC World-მა შეიყვანა სიაში „25 ყველაზე ცუდი ტექნოლოგიური პროდუქტი ისტორიაში“[4].
|date=
-ში (დახმარება)