Arcadia 2001

Arcadia 2001
მწარმოებელი Emerson Radio
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1982; 43 წლის წინ (1982)[1]
საცალო გაყიდვაში 18 თვე
შეწყდა 1984
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 12 ვოლტი
პროცესორი Signetics 2650
მეხსიერება 1 კბ RAM
გრაფიკა 128 × 208 / 128 × 104, 8 ფერი
კონტროლერის შეტანა 2 ცალი Intellivision-ის ტიპის კონტროლერი

Arcadia 2001 — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული კომპანია Emerson Radio-ის მიერ 1982 წელს.

The Arcadia-ს მის თანამედროვე კონსოლებთან შედარებით გააჩნია თხელი კორპუსი და აღჭურვილია Signetics 2650-ის ცენტრალური პროცესორით და 1 კბ ოპერატიული მეხსიერებით.

მისი წარმოება შეწყდა გამოსვლიდან 18 თვის შემდეგ და თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მხოლოდ 35 ერთეულს.[2] Emerson-მა კონსოლის ლიცენზია მიჰყიდა Bandai-ს, რომელმაც გამოსცა იაპონიაში.[2] საერთო ჯამში არსებობს Arcadia 2001-ის ოცდაათამდე კლონი.

  1. Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 57. 
  2. 2.0 2.1 Watcher, Dark. Emerson Arcadia 2001 - DW Facts. Video Game Console Library. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2014.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne