Ark 2 | |
---|---|
![]() | |
სტუდიური ალბომი — | |
გამოცემის თარიღი | ოქტომბერი1969 |
ჩაიწერა | სტუდია De Lane Lea, ლონდონი |
ჟანრი | პოპ-როკი, ფოლკ-როკი |
ხანგრძლივობა | 43:32 |
ლეიბლი | Uni Records |
პროდიუსერი | კენ ჰოვარდი და ალან ბლეიკლი |
Ark 2 — ჯგუფ Flaming Youth-ის 1969 წლის სადებიუტო და ერთი სტუდიური, კონცეპტუალური ალბომი. მასში მოთხრობილია დანგრეული პლანეტიდან ხალხის ევაკუაციაზე. ალბომიდან გამოვიდა სინგლი „Guide Me Orion“, თუმცა ვერ მან და ვერც ალბომმა პოპულარობა ვერ მოიპოვა და ჯგუფი დაიშალა, ხოლო მისი ერთ-ერთი მუსიკოსი, ფილ კოლინზი, გადავიდა ჯგუფ ჯენესისში.
მიუხედავად ჩავარდნისა, რეზენციები ამ ალბომზე საკმაოდ დადებითი იყო. Melody Maker-ის რეიტინგებში იგი თვის პოპ-ალბომად აღიარეს და დაახასიათეს, როგორც მოზარდების მუსიკა სასიამოვნო ჰარმონიებით. Disc and Music Echo-მ დაწერა, რომ უკვე ამ პირველ ალბომზე ჯგუფის მუსიკა შესანიშნავია.[1]
ყველაფერთან ერთად, ალბომი იქცა რარიტეტად, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში, ფილ კოლინზის პოპულარობასთან ერთად, იგი არაოფიციალურად გამოსცეს, რადგანაც ბევრ მსმენელს ჯერ კიდევ არ აქვს იგი მოსმენილი.