BIOS


შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემა (ინგლ. Basic Input Output SystemBIOS) — კომპიუტერული სისტემების დე ფაქტო მინიპროგრამა. [1]

BIOS-ის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა. ამ პროგრამას დიდი დანიშნულება აქვს კომპიუტერის მუშაობაში.

BIOS ინახება დედაპლატის ურყევ ჩიპზე. იგი ამა თუ იმ კომპიუტერისათვის ინდივიდუალურად იქმნება, გამომდინარე სისტემის ჩიპსეტიდან. BIOS-მა რომ იფუნქციონიროს, დედაპლატაზე დამაგრებულია სპეციალური ბატარეა რომელიც კვებავს BIOS-ის მიკროსქემას.

BIOS-ის პარამეტრები განსაზღვრავენ კომპიუტერის მოწყობილობების მუშაობას, ამიტომაც ზოგიერთი განსაზღვრული პარამეტრის ცვლილებამ შეიძლება გამოიყვანოს კომპიუტერი მწყობრიდან.

  1. The PC Guide - System BIOS

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne