„Because“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 1 და 5 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, არტ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 2:45 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
Because — ჯონ ლენონის [1]მიერ დაწერილი სიმღერა, რომელსაც ასრულებს The Beatles (ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი). ეს არის 3-ნაწილიანი ჰარმონიული ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებენ ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი და რომელშიც სამივე ხმა სამ ფენადაა დაშრევებული, რათა შექმნილიყო 9-ხმიანი ჟღერადობა. სიმღერა თავისი ხმოვანებით წააგავს ”ბიჩ ბოისს” ("Beach Boys") და შედის ”The Beatles-ის” 1969 წელს გამოშვებულ ბოლო სტუდიურ ალბომში სახელწოდებით Abbey Road.