Belgian Entertainment Association

Belgian Entertainment Association (BEA) — ბელგიური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყანაში მუსიკის, კინოს და კომპიუტერული თამაშების ინტერესებს. შეიქმნა 2008 წლის თებერვალში[1] სამი ორგანიზაციის შეერთების შედეგად: IFPI Belgium, რომელიც წარმოადგენს ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) შემადგენელი ნაწილის მუსიკალურ ინდუსტრიას, Belgian Video Federation (BVF), რომელიც წარმოადგენს კინოინდუსტრიას და Belgian Luxembourg Interactive Software Association (BLISA), რომელიც წარმოადგენს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას[2]. BEA ბელგიაში მუსიკალურ ინდუსტრიის ადგილობრივი ასოციაციაა, რომელიც IFPI-ის შემადგენლობაში შედის[3].

  1. FAQ fr nl. belgianentertainment.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2013-08-08.
  2. Mission fr nl. belgianentertainment.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2013-08-08.
  3. Local record industry associations en. ifpi.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-29. ციტირების თარიღი: 2013-08-08.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne