ბლუთუზი (ინგლ. Bluetooth - ლურჯი კბილი) — მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.
ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება ბიზნესში, მედიცინასა და სხვა სფეროებში. მისი მოქმედების რადიუსი განისაღზვრება 10-დან 100 მეტრამდე. ინფრაწითელი პორტისაგან (IrDa) განსახვავებით, ბლუთუზის რადიოტალღები ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს შორისაც აღწევს. დაკავშირებისას იქმნება ქსელი piconet და 7-8 მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს მასში.
აპარატურულად ბლუთუზი მცირე ზომის, მაღალი სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც 2.4465-2.4835 გჰც დიაპაზონში მუშაობს.