Bring On the Night

Bring On the Night
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი ივლისი, 1986
ჩაიწერა 29 მაისი, 1985 - 23 დეკემბერი, 1985
ჟანრი ახალი ტალღა
ჯაზი
ხანგრძლივობა 83:04
ლეიბლი A&M Records
პროდიუსერი სტინგი, კიმ ტერნერი
სტინგი — ქრონოლოგია
The Dream of the Blue Turtles
(1985)
Bring On the Night
(1986)
...Nothing Like the Sun
(1987)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[1]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[2]

Bring On the Night — ინგლისელი მუსიკოს სტინგის საკონცერტო ალბომი და ამავე სახელწოდების კინოფილმი, დოკუმენტური მასალით მისი 1985 წლის სოლო ტურნეს შესახებ. გამოიცა 1986 წელს. აგრეთვე მომზადდა პრომო-ვიდეო „Bring On the Night“, რომელშიც გამოყენებულია დენის ო’რეგანის (ალბომის გარეკანის გაფორმება) გრაფიკა.

ალბომის მასალა ჩაწერილია 1985-1986 წლის ტურნეს დროს. „Bring On the Night“ ასევე არის ჯგუფ The Police-ის ამავე სახელწოდების სიმღერაც.

კონცერტზე სრულდება მასალა სტინგის პირველი ალბომიდან The Dream of the Blue Turtles, The Police-ის რამდენიმე სიმღერა და B-მხარეები სტინგის სინგლებიდან.

  1. Sting – Bring On the Night. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი 2012
  2. Tannenbaum, Rob (25 სექტემბერი 1986). „Bring On the Night“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2012.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne