Caanoo | |
---|---|
მწარმოებელი | GamePark Holdings |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი | სამხ. კორ./ევრ. 16 აგვისტო, 2010 |
შეწყდა | სექტემბერი, 2011 |
მედია | SD/SDHC ბარათი |
პროცესორი | 533 MHz Host ARM9 |
წინა | GP2X Wiz |
GP2X Caanoo, ძირითადად ცნობილია როგორც Caanoo. სტილიზებული CAANOO — ლინუქსზე დაფუძნებული ღია წყაროს მქონე პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და პორტაბელური მედიაპლეერი, GP2X Wiz-ის მემკვიდრე, შექმნილი სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ. გამოვიდა 2010 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ კორეაში. კონსოლი აგრეთვე იყიდებოდა ევროპაშიც. წარდგენილი იქნა 2010 წლის Electronic Entertainment Expo-ს გამოფენაზე.[1] მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 150 აშშ დოლარს.[2] კონსოლი არასდროს გამოსულა ჩრდილოეთ ამერიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ Caanoo არ იყო Nintendo DS-ის ან PlayStation Portable-ის პირდაპირი კონკურენტი, იგი წარმოადგენდა ღია კოდის მქონე ალტერნატიულ მოწყობილობას.
Caanoo GamePark Holdings-ის უკანასკნელი ღია წყაროს მქონე სათამაშო მოწყობილობაა. კომპანიამ შეწყვიტა სათამაშო აპარატული მოწყობილობების შექმნა და გადაერთო პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.[3]