Call of Duty

Call of Duty
ჟანრები პირველი პირის შუტერი
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი Activision
პლატფორმები
თავდაპირველი პლატფორმა Microsoft Windows
შექმნის თარიღი 2003
პირველი გამოცემა „Call of Duty“
29 ოქტომბერი, 2003
ბოლო გამოცემა „Call of Duty: Modern Warfare III“
10 ნოემბერი, 2023

„Call of Duty“პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა Microsoft Windows-ისთვის და შემდგომში გამოვიდა სათამაშო და პორტატიულ კონსოლებზეც. ძირითადი თამაშების გარდა, აგრეთვე შემუშავდა რამდენიმე სპინოფი. სერიის ადრეულ თამაშებში სიუჟეტი ძირითადად მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მომდევნო ნაწილებში (მაგალითად, როგორიც არის „Call of Duty 4: Modern Warfare“) სიუჟეტი ეხება თანამედროვე პერიოდს და ასევე მომავალ დროსაც. სერიის უახლესი თამაშია „Call of Duty: WWII“, გამოსული 2017 წლის 3 ნოემბერს, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. სულ გამოსულია 14 ძირითადი თამაში და 10 სპინოფი.

სერიის მფლობელი და გამომცემელია კომპანია Activision, ხოლო თამაშებს მონაცვლეობით ქმნიან მისი შვილობილი კომპანიები: Infinity Ward, Treyarch და Sledgehammer Games.[1][2] ზოგიერთი თამაში, მათ შორის სპინოფები და მობილური თამაშები შემუშავებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ: Gray Matter Interactive, Nokia, Exakt Entertainment, Spark Unlimited, Amaze Entertainment, n-Space, Aspyr, Rebellion Developments, Ideaworks Game Studio, და nStigate Games. სერია გამოიყენებს სხვადასხვა ძრავებს, რომელთა შორისაცაა id Tech 3, Treyarch NGL და IW Engine

2016 წლის თებერვლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის გაყიდვების რაოდენობამ 250 მილიონ ასლს მიაღწია, ხოლო შემოსავალი 15 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.[3]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის joystiq არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის joystiq2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Business Wire არ არის მითითებული ტექსტი; $2

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne