ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 30 მაისი, 1979[1] (როგორც I.R.M Corporation) |
დამაარსებელი | კენძო ცუძიმოტო |
სათავო ოფისი |
ოსაკა, იაპონია სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია | თამაშების სრული სია |
შემოსავალი | ¥ 25.9 მილიარდი/აშშ აშშ$239.6 მილიონი (2014)[2][3] |
სუფთა მოგება | ¥ 2.9 მილიარდი/ აშშ$26.8 მილიონი (2014)[2][3] |
მფლობელი |
კენძო ცუძიმოტო ჰარუხირო ცუძიმოტო |
თანამშრომელი | 2.601 (2014)[4] |
Capcom Co., Ltd. (იაპონ. 株式会社カプコン კაბუსიკი გაისა კაპუკონი?) უფრო მეტად ცნობილი, როგორც Capcom — იაპონური ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია.[4] შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ოსაკაში, იაპონია. დაარსდა 1979 წელს I.R.M Corporation-ის სახელწოდებით,[5] როგორც მწარმოებელი და დისტრიბუტორი ელექტორნული სათამაშო აპარატებისა. ხოლო 1983 წლის 11 ივნისს კომპანიას ოფიციალურად დაერქვა Capcom Co., Ltd.[5]
Capcom-ს შექმნილი აქვს უამრავი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, მათ შორის არის: Mega Man, Street Fighter, Devil May Cry, Ace Attorney,Monster Hunter და Resident Evil — ეს უკანსაკნელი ითვლება Capcom-ის მიერ შექმნილ ყველაზე განთქმულ ფრენჩაიზად, რომლის გაყიდვებმაც 2018 წლის მარტის მონაცემით 83 მილიონ ასლს გადააჭარბა.[6]
კომპანია ფლობს საწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში,[7][8] მათ შორის არის Capcom Vancouver კანადაში, Koko Capcom Co., Ltd სამხრეთ კორეაში, Street Fighter Film, LLC და Dellgamadas Co., Ltd. აშშ-ში.[8]
დღესდღეობით კომპანია დაკავებული არის ვიდეო თამაშის, Deep Down-ის შემუშავებით, რომელიც დეველოპერების ინფორმაციით იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი[9] და რელიზი შედგება უახლოეს მომავალში.