Chlorophyllum molybdites | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Chlorophyllum molybdites G. Mey.) Massee 1898 | |||||||||||||
|
Chlorophyllum molybdites — სოკოს სახეობა ქლოროფილუმის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ამერიკას, ევროპას, აზიას, აფრიკასა და ავსტრალიას.
შხამიანი სოკოა. სიმპტომები მიმდინარეობს მძიმედ. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და დიარეას. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ტყის პირებში, ველობებზე, ბაღებში, პარკებში, მინდვრებზე და საძოვრებზე. ვიზუალურად ჰგავს წეროსწვივას გვარის რამდენიმე წარმომადგენელს.
სოკო პირველად აღწერა ამერიკელმა ბოტანიკოსმა გეორგ მეიმ 1818 წელს როგორც Agaricus molybdites. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა მიკოლოგმა ჯორჯ მესიმ 1898 წელს.