„Christmas Time (Is Here Again)“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — The Beatles | ||||
B-მხარე | „Free as a Bird“ | |||
გამოსვლის თარიღი |
4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი) 12 დეკემბერი 1995 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 19 მაისი 1967, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა |
3:03 (შემოკლებული) 6:07 (სრული) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records 58497 | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რიჩარდ სტარკი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Christmas Time (Is Here Again)“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფის საშობაო ალბომში[1], რომელიც გამოიცა 1967 წელს.
მას შემდეგ, რაც სიმღერა არ შევიდა 1985 წლის Sessions-ში, იგი ოფიციალურად გამოვიდა 1995 წლის სინგლზე „Free as a Bird“, რომელზეც წარმოდგენილია 3 წუთის და 3 წამის ხანგრძლივობით.
სიმღერა იწყება მხიარულად და დროდადრო გაჯერებულია ამბით იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ჯგუფის წევრები BBC-ის გამოგონილ ოფისში. სინგლიდან სიმღერის ეს ნაწილი ამოღებულია[2]. ბოლოს ჟღერს ოთხივე წევრის საშობაო მილოცვა და „Auld Lang Syne“, შესრულებული ორგანზე. აგრეთვე ჟღერს ჯონ ლენონის მიერ შესრულებული თავისუფალი პოეზია, ნონსენსის ჟანრში.