„City of Blinding Lights“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — U2 | ||||
ალბომიდან How to Dismantle an Atomic Bomb | ||||
გამოსვლის თარიღი | 6 ივნისი, 2005 | |||
ჩაიწერა | Hanover Quay Studios, დუბლინი, ირლანდია | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა |
5:47 (ალბომი) 4:11 (სინგლი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island / Interscope | |||
ავტორ(ებ)ი | U2 (მუსიკა), ბონო (ტექსტი) | |||
პროდიუსერი | Flood, კრის თომასი, ჯეკნაიფ ლი | |||
U2 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„City of Blinding Lights“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა სტუდიური ალბომიდან How to Dismantle an Atomic Bomb. იგი გამოვიდა სინგლის სახით 2005 წლის 6 ივნისს. ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში და სხვა ქვეყნებში იგი წარმატებული იყო. თანმხლები ოფიციალური ვიდეო გადაიღეს ვანკუვერში.
სიმღერის ადრეული ვერსია შეიქმნა Pop-ის ჩაწერისას. ტექსტში ბონო იხსენებს ლონდონში პირველად მოგზაურობას და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯგუფის მიერ ნიუ-იორკშ გამართულ კონცერტს, თუმცა აგრეთვე ნახსენებია ბონოს ურთიერთობა მეუღლესთან. კიდევ ერთი თემა არის დაკარგული უბიწობა. კრიტიკოსებმა ეს სიმღერა შეადარეს The Unforgettable Fire-ს და 1987 წლის „Where the Streets Have No Name“-ს.
„City of Blinding Lights“-მა 2006 წელს მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო როკ-სიმღერისთვის. იგი სრულდებოდა ჯგუფის Vertigo Tour-ის ფარგლებში. სიმღერა აგრეთვე მოხვდა „სიმფსონებში“ და „ანტურაჟში“, ისევე, როგორც ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“.
2008 და 2012 წელს საკუთარი საარჩევნო კამპანიების დროს სიმღერა გამოიყენა ბარაკ ობამამ, აღნიშნა რა, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. ჯგუფმა იგი შეასრულა 2009 წლის 18 იანვარს, ობამას საინაუგურაციო ცერემონიისას.