Coi Leray

Coi Leray
ინგლ. Coi Leray Collins

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კოი ლერეი კოლინზი
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1997 (1997-05-11) (27 წლის)
დაბ. ადგილი ბოსტონი
წარმოშობა ჰეკენსეკი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • 1801
  • Republic
  • Uptown
საიტი coileray.com
Coi Leray ვიკისაწყობში

კოი ლერეი კოლინზი, ცნობილი როგორც Coi Leray (ინგლ. Coi Leray Collins; დ. 1997 წლის 11 მაისი, ჰეკენსეკი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. მან დაიწყო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება SoundCloud-ზე. მუსიკოსმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი, „Huddy", და მიქსტეიპი, „Everythingcoz“, 2018 წელს. 1801 Records-თან და Republic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე მიქსტეიპი, „EC2“ (2019). მუსიკოსმა ასევე გამოუშვა თავისი სადებიუტო EP „Now or Never“ (2020).

2021 წელს მუსიკოსის სინგლი „No More Party" გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ.

2022 წელს ლერეიმ გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Trendsetter“. ალბომში შევიდა მუსიკოსის კოლაბორაციული კომპოზიცია „Blick Blick", რომელიც მან ნიკი მინაჟთან ერთად შექმნა. სინგლი გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne