Comfortably Numb

„Comfortably Numb“

Comfortably Numb
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
B-მხარე „Hey You“
გამოსვლის თარიღი 23 ივნისი, 1980[1][2]
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 6:21 (ალბომი)
3:59 (სინგლი)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი, როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Run Like Hell“
(1980)
Comfortably Numb
(1980)
„When the Tigers Broke Free“
(1982)

Comfortably Numb“ (ქართ. კომფორტულად გაშეშებული, სამუშაო სახელწოდება „The Doctor[3]) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1979 წლის ორმაგი ალბომიდან The Wall. იგი აგრეთვე გამოიცა 1980 წელს, სინგლზე, „Hey You“-სთან ერთად. ეს არის ალბომზე ერთ-ერთი სამი სიმღერიდან, რომელთა ავტორები არიან როგორც დეივიდ გილმორი, ასევე როჯერ უოტერსი. სიმღერის მისამღერის და სოლოების ავტორია გილმორი, ხოლო უოტერსმა შექმნა ტექსტი მუსიკა. სიმღერის ადრეული ვერსია სამუშაო სახელწოდებით „The Doctor“ შეტანილია The Wall-ის Immersion-კომპლექტში (2012).

ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, განსაკუთრებით აღსანიშნავი გიტარის სოლოთი შუა და უკანასკნელ ნაწილში.[4] 2004 წელს იგი მოხვდა Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერისს“ სიის #314 პოზიციაზე.[5] 2005 წელს იგი იქცა უკანასკნელ სიმღერად, რომელიც უოტერსმა, გილმორმა, კლავიშისტმა რიჩარდ რაიტმა და დრამერმა ნიკ მეისონმა ერთად შეასრულეს. 2011 წელს BBC Radio 4-ის მსმენელებმა იგი შეიტანეს სიაში Desert Island Discs[6]. გიტარაზე შესრულებული ორივე სოლო ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა Planet Rock-ის მსმენელების და WatchMojo.com-ს მიერ.[7][8]

  1. Pink Floyd – "Comfortably Numb". Pink Floyd Discography. Discogs. ციტირების თარიღი: 9 May 2013.
  2. Pink Floyd The Wall – single releases. Pink Floyd's Timeline. EMI; Facebook. ციტირების თარიღი: 18 December 2012.
  3. Marty Yawnick. (March 2016) Finding a Long Version of Pink Floyd’s Comfortably Numb. The Wall Complete. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  4. 50 Greatest Guitar Solos. Guitar World. ციტირების თარიღი: 23 May 2011.
  5. Rolling Stone 500 Greatest Songs of All Time. Scribd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 23 May 2011.
  6. Listeners Desert Island Discs. BBC. ციტირების თარიღი: 13 June 2011.
  7. Neil McCormick. Everyone wants to be an axeman.... Telegraph. ციტირების თარიღი: 2016-10-16.
  8. Top 10 Guitar Solos. YouTube (2013-09-08). ციტირების თარიღი: 2016-10-16.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne