Deadwing | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
ევროპა: 28 მარტი, 2005 აშშ: 26 აპრილი, 2005 იაპონია: 24 მარტი, 2006 | |||
ჩაიწერა | მარტი-ოქტომბერი 2004, სხვადასხვა სტუდია ინგლისში | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, პროგრესული მეტალი | |||
ხანგრძლივობა |
59:35 (ევროპა/პირველი გამოცემა) 69:34 (აშშ) | |||
ლეიბლი | Lava | |||
პროდიუსერი | სტივენ უილსონი, გევინ ჰარისონი, რიჩარდ ბარბიერი | |||
Porcupine Tree — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Deadwing | ||||
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Blogcritics | (რჩევა) [2] |
IGN | (7.3/10) [3] |
KNAC | (დადებითი) [4] |
Metal Storm | (10) [5] |
Record Collector | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Virgin Media | (დადებითი) |
Deadwing — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2005 წლის 28 მარტს. იგი იქცა ჯგუფის ყველაზე გაყიდვად ალბომად, თუმცა Fear of a Blank Planet, ჯგუფის შემდეგი დისკი, კიდევ უფრო გაყიდვადი იყო. ალბომის სიუჟეტი ეფუძნება სტივენ უილსონისა და მაიკ ბენიონის მიერ დაწერილ სცენარს, რომელიც, თავის მხრივ, სულის მოგზაურობის ისტორიას აღწერს. უილსონი ასევე აპირებდა ალბომის ფილმად გადაქცევას.
ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი, "Shallow" და "Lazarus". "Shallow" აგრეთვე ჟღერს ფილმში „ოთხი ძმა“,[7] ბარის სცენის უკანა ფონზე. "Lazarus"-ს ახლდა სამი მუსიკალური ვიდეოც - "Lazarus", "The Start of Something Beautiful" და "Glass Arm Shattering".
ალბომის სიმღერებში "Deadwing" და "Halo" უკრავს ედრიან ბელიუ (კინგ კრიმსონი), ხოლო მიკაელ ოკერფელდტი ასრულებს ვოკალურ ჰარმონიებს სიმღერებში "Deadwing", "Lazarus" და "Arriving Somewhere But Not Here". იგი აგრეთვე ასრულებს სოლოს ამ უკანასკნელში.