Death Row Records | |
---|---|
![]() | |
მშობელი | Entertainment One Music |
დაარსდა | 1991 |
დააარსა | The D.O.C., Dr. Dre, შუგ ნაიტი, დიკ გრიფი |
დაიხურა | 2006 |
ჟანრი | ჰიპ-ჰოპ |
ქვეყანა | აშშ |
მდებარეობა | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
Death Row Records — ამერიკული ხმისჩამწერი კომპანია, დაარსებული 1991 წელს The D.O.C.-ის Dr. Dre-ს და შუგ ნაიტის მიერ. ლეიბლზე სხვადასხვა დროს გამოდიოდა ამა თუ იმ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის ჩანაწერები. მათ შორის არიან სნუპ დოგი, ტუპაკ შაკური, The Outlawz, The Lady of Rage, MC Hammer, Young Soldierz, სემ სნიდი, LBC Crew, RBX, Michel'le, Jewell, Danny Boy, DJ Quik, O.F.T.B., ნეიტ დოგი და რეპ-ჯგუფი Tha Dogg Pound, რომელშიც შედიოდნენ Kurupt, Daz, Soopafly და სხვები. შემსრულებელთა უმეტესობამ ლეიბლთან ურთიერთობა 1996 წელს, ტუპაკ შაკურის მკვლელობის შემდეგ დაასრულა. 2006 წელს კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადა და 2009 წელს, აუქციონის წესით, 18 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ WIDEawake Entertainment Group, Inc.-ის მფლობელობაში გადავიდა.
ცნობილია, რომ მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ლეიბლის შემსრულებელთა დაახლოებით 50 მილიონი ალბომი, რომელთა შემოსავალი 750 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.[1][2]