Destructoid | |
---|---|
![]() | |
საიტი | destructoid.com |
საიტის ტიპი | ვიდეო თამაშების ბლოგი |
რეგისტრაცია | არჩევითი (უფასო) |
მფლობელი | Enthusiast Gaming |
გაეშვა | 16 მარტი, 2006 |
Alexa-ს რეიტინგი |
![]() |
ამჟამინდელი სტატუსი | მოქმედი |
„Destructoid“ — ამერიკული საიტი, ვიდეო თამაშების ბლოგი, დაფუძნებული 2006 წელს იანერ გონსალესის მიერ.[2] 2017 წლიდან საიტს ფლობს კანადური ციფრული მედიაკომპანია Enthusiast Gaming.[3]
საიტი დაყოფილია 6 ძირითად სექციად: „Homepage“ (ქართ. მთავარი გვერდი), სადაც რედაქტორები აქვეყნებენ სიახლეებსა და მიმოხილვებს, „Community Blogs“ (ქართ. საზოგადოებრივი ბლოგი), „Videos section“ (ქართ. ვიდეოსექცია), რომელიც შედგება პაროდიებისა და ტრეილერებისაგან, „Chat Forums“ (ქართ. სასაუბრო ფორუმი), „Buy/Sell“ (ქართ. ყიდვა-გაყიდვა) და „Fight area“ (ქართ. საბრძოლო ზონა), სადაც მოთამაშეები თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ.
„Destructoid“-ს მიღებული აქვს Webby Award-ის,[4] Games Media Awards-ისა[5] და ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის ჯილდოების ნომინაციები.[6]