Dog Man Star — ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფ Suede-ის მეორე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1994 წლის ოქტომბერში, ლეიბლზე Nude Records. ალბომი ჩაიწერა 1994 წლის დასაწყისში, ლონდონის Master Rock Studios-ში, პროდიუსერ ედ ბალერის მონაწილეობით. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, ჩაწერილი გიტარისტ ბერნარდ ბატლერთან ერთად, მასსა და ვოკალისტ ბრეტ ანდერსონს შორის არსებული დაძაბულობების გამო, რასაც ალბომის დასრულებამდე ბატლერის წასვლა მოჰყვა.
↑სინკლერი, დევიდ (ნოემბერი 1994). „Dog Man Star Review“. Q. Bauer Media: 123. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |magazine=-ში (დახმარება)