„Doggy Dogg World“ — სნუპ დოგი დოგის მესამე სინგლი სადებიუტო სოლო ალბომიდან Doggystyle. იგი გამოვიდა 1994 წლის 26 ივნისს, ბრიტანეთში.[1] ეს არის რეპერის პირველი მხოლოდ ევროპაში გამოსული სინგლი, რომლის ვიდეო ამავე დროს ამერიკულ ტელეეთერში გადაიცემოდა. სიმღერა ჩაწერილია The Dramatics-ის, Kurupt-ისა და Daz Dillinger-ის ვოკალებით. ბექ-ვოკალს ასრულებს ნენსი ფლეტჩერი. სიმღერაში გამოყენებულია რიჩარდ „დიმპლზ“ ფილდზის სიმღერის "If It Ain't One Thing, It's Another" სემპლი.
- ↑ http://www.discogs.com/Snoop-Doggy-Dogg-Doggy-Dog-World/release/4956877