Electronic Entertainment Expo

Electronic Entertainment Expo
სტატუსი აქტიური
ადგილმდებარეობა Los Angeles Convention Center
ლოკაცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ქვეყანა აშშ
ინაუგურაცია 11 მაისი, 1995; 29 წლის წინ (1995-05-11)
უახლესი 14 ივნისი, 2016 (2016-06-14)
დასწრება 50,300 (2016)[1]
ორგანიზატორი/ები Entertainment Software Association
საიტი e3expo.com e3insider.com

Electronic Entertainment Expo (ქართ. ელექტრონული გასართობების გამოფენა, აგრეთვე ცნობილი როგორც E3) — ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ყოველწლიური სამრეწველო გამოფენა, რომელიც ტარდება Entertainment Software Association-ის (ESA) ორგანიზატორობით, სადაც ვიდეო თამაშების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქტებს: ვიდეო თამაშებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, კომპიუტერულ აქსესუარებსა და ა.შ.

განსხვავებით Gamescom-ისა და სხვა სამრეწველო გამოფენებისგან, რომლებიც ასევე ღია არის საზოგადოებისთვის, E3 არის ექსკლუზიური მოვლენა სამრეწველო გამოფენებს შორის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში.[2] ყოველი ცერემონიის დასრულების შემდგომ, წარმოდგენილი პროდუქტი ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და გამარჯვებულებს გადასცემენ Game Critics Awards-ის ჯილდოს. ჯილდოვდებიან საუკეთესო იდეებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და ელექტრონიკისთვის, ასევე ასახელებენ ყველაზე იმედგამაცრუებელ პრეზენტაციებსა და პროდუქტებს.

E3, როგორც წესი ტარდება ყოველი წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში Los Angeles Convention Center-ში,[3] (LACC) ქალაქ ლოს-ანჯელესში, თუმცა ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ცერემონია ჩატარდა აშშ-ს სხვა ქალაქში.

2015 წლიდან მოყოლებული Electronic Entertainment Expo პირდაპირი ეთერის ფორმატით გადაიცემა საიტების, YouTube-ისა და Twitch.tv-ის მეშვეობით.

  1. Sarkar, Samit. (16 ივნისი, 2016) E3 2016 attendance down slightly, E3 2017 dated. Polygon. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2016.
  2. Dave Thier.. (2012-06-08) E3 is Obsolete, But It Doesn't Matter. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2014-04-03.
  3. E3 2014. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-20. ციტირების თარიღი: 2014-03-20.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne