Electronic Gaming Monthly | |
---|---|
![]() | |
მოკლე სათაური | EGM |
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | სტივ ჰარისი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | EGM Media, LLC |
ქვეყანა | აშშ |
პუბლიკაციის ისტორია | დაარსდა: 1988 პირველი ნომერი: 31 მარტი, 1989 |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 1058-918X |
Electronic Gaming Monthly (ხშირად შემოკლებით მოიხსენიებენ როგორც EGM) — ამერიკული ყოველთვიური ვიდეო თამაშების ჟურნალი,[1][2][3] რომელიც აქვეყნებს სიახლეებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, ინტერვიუებს, მიმოხილვებსა და პრევიუებს. დააარსა სტივ ჰარისმა 1988 წელს და 2009 წლამდე გამოსცემდა კომპანია Ziff Davis, ხოლო დღესდღეობით უშვებს EGM Media, LLC. ქვეყნდება ჟურნალის ორი ვარიანტი: ბეჭდვითი, რომელიც გამოდის ერთ თვეში ერთხელ და ციფრული ვერსია - ყოველ ერთ კვირაში. 2006 წლის დეკემბერს ჟურნალმა შეიცვალა ლოგოტიპი, გაჩნდა ახალი რუბრიკები და გაფართოებული მიმოხილვები.