Electronic Sound | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 9 მაისი 1969 | |||
ჩაიწერა | ნოემბერი 1968 და თებერვალი 1969 | |||
ჟანრი | ექსპერიმენტული | |||
ხანგრძლივობა | 43:50 | |||
ლეიბლი | Zapple/EMI | |||
პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი | |||
ჯორჯ ჰარისონი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
MusicHound | 1/5[2] |
Rolling Stone | (შერეული)[3] |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Uncut | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Electronic Sound — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის მეორე სტუდიური ალბომი. ალბომი გამოვიდა 1969 წლის 9 მაისს ლეიბლზე Zapple Records. იგი მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. აშშ-ს ჩარტში კი #191-ე ადგილი დაიკავა. დისკში შესულია ორი ხანგრძლივი კომპოზიცია. ორივე კომპოზიცია სრულდება მუგის სინთეზატორზე.
სიმღერის „No Time or Space“ ნაწყვეტები გამოიყენება ჰარისონის სხვა კომპოზიციაში, „I Remember Jeep“, ალბომიდან All Things Must Pass (1970).
ალბომის გარეკანის ავტორია ჰარისონი, რომელმაც დახატა ეს უცნაური კოლაჟი. შიდა გარეკანზე ალბომის შესახებ მითითებული იყო მინიმალური ინფორმაცია და ართურ ვაქსის ციტირება - „ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც ხმაურობს; აი კიდევ რამდენიმე.“
ექსპერიმენტული და არაკომერციული ხასიათის გამო, Electronic Sound ინგლისში წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ-ში მან ოდნავ შეაღწია ბილბორდის ჩარტში. მისი მაქსიმალური ადგილი ამ რეიტინგში იყო #191.
მუსიკოსმა ბერნი კრაუსემ ჰარისონს სასამართლოში უჩივლა, იმ მიზეზით, რომ, როგორც თავად ამტკიცებდა, მეორე მხარეზე გამოყენებული მუგის სინთეზატორის პარტიები იყო მისი შესრულების ჩანაწერი. კრაუსეს სახელი სინამდვილეში გამოტანილი იქნა გარეკანზე, მაგრამ უფრო ბნელ ფერებში, რამაც, ეტყობა, არ მიიქცია კრაუსეს ყურადღება.
1996 წელს პირველად გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა.