„Enjoy the Silence“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — Depeche Mode | ||||
ალბომიდან Violator | ||||
B-მხარე | Memphisto, Sibeling | |||
გამოსვლის თარიღი | 5 თებერვალი 1990 | |||
ჩაიწერა | 1989 | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 4:13 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Mute Records | |||
ავტორ(ებ)ი | მარტინ გორი | |||
პროდიუსერი | Depeche Mode, Flood | |||
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
"Enjoy the Silence" YouTube-ზე |
Enjoy the Silence — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით 24-ე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1990 წლის 5 თებერვალს, როგორც მეორე სინგლი სტუდიური ალბომიდან Violator. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პოპულარული და ცნობილი სიმღერა, რაც გამოიხატება მისი კონცერტების შესრულების სიხშირესა და სხვადასხვა მუსიკოსის მიერ მისი ქავერ-ვერსიების რაოდენობაში.
გერმანიასა და აშშ-ში სინგლმა ოქროს სტატუსი შეიძინა. 1991 წლის Brit Awards-ის ცერემონიაზე მას საუკეთესო ბრიტანული სინგლის წოდება მიენიჭა.
სიმღერისათვის რეჟისორ ანტონ კორბეინის მიერ ასევე პრომო-ვიდეო შეიქმნა. პირველი სიუჟეტით ახლოს არის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი წიგნთან პატარა უფლისწული. მასში გადაღებულია დეივ გეენი, რომელიც შოტლანდიის მთებში, პორტუგალიის სანაპიროებსა და შვეიცარიის ალპებში, გასაშლელი სკამით მოგზაურობს. დრო და დრო კადრში ჩნდება ვარდი, გამოსახული როგორც სინგლის, ასევე ალბომის Violator გარეკანზე.
მუსიკალური ვიდეოს მეორე ვერსია ფრანგულმა ტელევიზიამ გადაიღო. მასში ჯგუფის წევრები დგანან მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე, ობსერვატორიაში.