F0rest

f0rest
დაბადების სახელი პატრიკ ლინდბერგი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1988 (1988-06-10) (36 წლის)
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
პროფესია კიბერსპორტი
საქმიანობა კიბერსპორტსმენი

პატრიკ ლინდბერგი (შვედ. Patrik Lindberg; ასევე ცნობილია როგორც შვედ. f0rest; დ. 10 ივნისი, 1988) — შვედი კიბერსპორტსმენი, „Counter-Strike“ და „Counter-Strike: Global Offensive“-ის მოთამაშე. პატრიკმა თავისი კარიერა დაიწყო 2005 წელს. მან ფართოდ მოიხვეჭა რეპუტაცია კიბერსპორტში, როდესაც გახდა საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში.[1] ასევე აღსანიშნავია მისი გატარებული 4 წელი Fnatic-ში, პატრიკი დაეხმარა Fnatic-ს და გახადა დომინანტი გუნდი 2009 წელს, ასევე ამ წელს Fnatic გახდა მაღალ შემოსავლიანი გუნდი „Counter-Strike“-ს ისტორიაში. 2010 წლის მიწურულს პატრიკმა დატოვა Fnatic და შეუერთდა SK Gaming-ს, სადაც დარჩა 2012 წლის ივლისამდე. ცოტახანში პატრიკი გადავიდა „Counter-Strike:Global Offensive“-ში და შეუერთდა გუნდს Ninjas in Pyajamas.[2]

  1. Vilkan, Jonas Alsaker (September 4, 2007). „Patrik "f0rest" Lindberg: The best there is?“. GotFrag. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 18, 2016.
  2. Velazco, Gerardo (August 11, 2012). „NiP comes back for CS:GO“. SK Gaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: მარტი 18, 2016.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne