„For No One“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Revolver | ||||
გამოსვლის თარიღი | 5 აგვისტო 1966 | |||
ჩაიწერა |
9, 16 და 19 მაისი 1966 EMI-ს სტუდიები | |||
ჟანრი | ბაროკო-პოპი | |||
ხანგრძლივობა | 2:01 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Revolver – სიმღერები | ||||
|
„For No One“ — პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი (ლენონის/მაკ-კარტნის ავტორობის მითითებით) სიმღერა, შეტანილი ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომში Revolver. ბაროკო-პოპის ჟანრის ეს კომპოზიცია[1][2], რომელშიც აღწერილია ურთიერთობის დასასრული, გამოცემის დროისთვის პოლის ერთ-ერთი აღსანიშნავი ნამუშევარი იყო. მასში ჟღერს ვალტორნა, რომელზეც უკრავს ალან სივილი.
ჯონ ლენონის ამბობდა: „მის სიმღერებს შორის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელია, ერთ-ერთი შესანიშნავი ნამუშევარი“. [3]