G-sides — ჯგუფ Gorillaz-ის სინგლების B-მხარეების კრებული. თავდაპირველად, 2001 და 2002 წელს იგი გამოიცა მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ს ტერიტორიაზე. თითქმის ყველა გამოცემას აქვს ერთი და იგივე ყდა, რომელზეც ჯგუფის წევრ ნუდლს ხელში უჭირავს ჯეკ სკელინგტონის ფორმის თოჯინა. იაპონურ, კანადურ და ავსტრალიურ გამოცემებზე ამ ჩონჩხის მაგივრად გამოსახულია გოძილას ფიგურა.