GP2X Wiz | |
---|---|
მწარმოებელი | GamePark Holdings |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | 12 მაისი, 2009 |
მედია | SD card |
პროცესორი |
Pollux SoC 533 მჰც ARM926EJ |
წინა | GP2X |
შემდეგი | Caanoo[1] |
GP2X Wiz — Linux-ის ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და მედიაპლეერი, 2005 წელს გამოსული კონსოლის, GP2X-ის მემკვიდრე, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ 2012 წლის 12 მაისს. დაანონსდა 2008 წლის 26 აგვისტოს.[2]
ღია ოპერაციული სისტემის წყალობით (GNU/Linux, ბირთვი 2.6.24), მოწყობილობა საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს შეექმნათ მასზე საკუთარი პროგრამები. გარდა ამისა, მას გააჩნდა სხვადასხვა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფორმატების და ფელშთამაშების მხარდაჭერა.[3]
სისტემისთვის შექმნილია დიდი რაოდენობით ემულატორები სხვადასხვა კომერციული სათამაშო კონსოლებისთვის, მათ შორის არკადული აპარატებისთვისაც.[4] კომერციული თამაშების რაოდენობა მეტად მწირია, თუქმცა Wiz-ზე ხელმისაწვდომია ენთუზიასტების მიერ წარმოებული 240-მდე თამაში.[5] მასზე, აგრეთვე თავსებადია მისი წინამორბედი კონსოლის თამაშები და პროგრამები. 2010 წელს GamePark Holdings-მა გამოსცა მორიგი სათამაშო სისტემა — Caanoo.