Game Master | |
---|---|
![]() | |
![]() | |
შემქმნელი | |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
|
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება | 4 × AA ბატარეა ან 6 ვოლტიანი კვების წყარო |
მონიტორი | 64 × 64 მონოქრომული LCD |
ზომა | 170 × 97 × 33მმ |
Game Master — მეოთხე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Hartung-ის მიერ 1990 წელს. შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.
გაერთიანებულ სამეფოში კონსოლი გამოდიოდა Systema 2000-ის სახელწოდების ქვეშ, ხოლო საფრანგეთში — Videojet Game Master, Hartung Game Tronic, Hartung Super Game და Delplay Game Plus. Game Master გარეგნულად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს, ფრანგული ვერსია Game Plus — Game Boy-ის. Game Master-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტური იყო, თუმცა ერთმანეთთან არათავსებადი.[2]
Game Master-ს გააჩნდა მონოქრომული LCD ეკრანი 64 x 64 გაფართოებით, ჩაშენებული დინამიკი, ყურსასმენების ბუდე, ხმის მარეგულირებელი და კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start). კონსოლი ფუნქციონირებდა ოთხიცალი AA ბატარეის ან 6 ვოლტიანი კვების წყაროს მეშვეობით. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 18 თამაში.[3]