GameSpot

საიტი ოფიციალური საიტი
საიტის ტიპი შვილობილი
რეგისტრაცია არჩევითი (უფასო და ფასიანი)
დამფუძნებელი პიტ დიმერი
ვინს ბროუდი
ჯონ ეპსტაინი
მფლობელი CBS Interactive
გაეშვა 1 მაისი, 1996; (19 წლის წინ) [1]
Alexa-ს რეიტინგი 838 (თებერვალი, 2015)[2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

GameSpotვებსაიტი, რომელიც აქვეყნებს სიახლეებსა და რეცენზიებს ვიდეო თამაშების შესახებ. საიტი გაიხსნა 1996 წლის 1 მაისს პიტ დიმერის, ვინს ბროუდისა და ჯონ ეპსტაინის მიერ. იგი შეძენილი იქნა ვებ-საიტ ZDNet-ის მიერ, ხოლო მოგვიანებით ბრენდი შეიძინა CNET-მა. 2008 წლიდან საიტის მფლობელი არის CBS Interactive.

გარდა იმისა რომ ინფორმაციას თამაშების შესახებ აქვეყნებს GameSpot-ის პერსონალი, საიტი ჩვეულებრივ მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაწერონ საკუთარი მიმოხილვები, ბლოგები და დააკომენტარონ საიტის ფორუმში. 2009 წლის სექტემბერს GameSpot-მა დაიწყო iPhone, Android-სა მობილური თამაშების კატეგორიზაცია.

2004 წელს Spike TV-ის დაჯილდოებაზე GameSpot-მა გაიმარჯვა "საუკეთესო თამაშების საიტის" ნომინაციაში.[3] ასევე, რამდენიმეჯერ გადაეცა Webby Award-ის ჯილდო. (კონკურენტები: IGN, 1UP.com, GamesRadar და GameSpy). საიტ Compete.com-ის 2008 წლის მონაცემით, წლის განმავლობაში, gamespot.com ჰყავს 60 მილიონი ვიზიტორი.[4]

GameSpot-ის მთავარ გვერდზე განთავსებულია უახლოესი ცნობები, მიმოხილვები და Nintendo (Wii U და Nintendo 3DS), Xbox (Xbox 360 Xbox One), PlayStation-სა (PlayStation 3 PlayStation 4) და PC პლატფრომების პორტალები.

  1. GameSpot.com WHOIS, DNS, & Domain Info - DomainTools. WHOIS (2016). ციტირების თარიღი: 2016-02-15.
  2. Gamespot.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-14. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  3. Results of Spike TV's 2004 Video Game Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-14. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
  4. Site Profile for gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-19. ციტირების თარიღი: 2016-03-06.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne