![]() | |
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1996 |
დამაარსებელი | მარკ სერფასი |
დაიხურა | 21 თებერვალი, 2013 |
მმართველი |
მარკ სერფასი |
მფლობელი | IGN Entertainment |
სერვისის ენა | ინგლისური |
საიტი | ოფიციალური საიტი |
GameSpy Industries, Inc. (უფრო მეტად ცნობილი როგორც GameSpy) — კომპანია IGN Entertainment-ის ქვედანაყოფი, რომელიც მართავდა სათამაშო საიტებს და იყო ონლაინ თამაშების სერვისების მსხვილი პროვაიდერი. კომპანია ჩამოყალიბდა ვიდეო თამაშის, Queake-ის ფანების საიტისგან, მარკ სერფასის მიერ 1996 წელს, რომელმაც შექმნა პროგრამა - Quake-ის სერვერების ბრაუზერი, QSpy. 2004 წელს GameSpy გაერთიანდა IGN-ში[1][2].
2014 წლის მონაცემით, მის სერვისს იყენებდა 800-ზე მეტი თამაშების დეველოპერი და გამომცემელი[3]. GameSpy კონცენტრირებული იყო შემდეგ პლატფორმებზე: PlayStation 2, PlayStation 3, PSP, Xbox, Xbox 360, Nintendo GameCube, Nintendo Wii, Game Boy Advance, Nintendo DS, N-Gage, PC. 2013 წლის 21 თებერვალს კომპანია ოფიციალურად დაიხურა[4], ხოლო 2014 აპრილს გახდა ცნობილი, რომ იმავე წლის 31 მაისს გეიმსპაის ყველა სათამაშო სერვერი შეწყვეტდა მუშაობას[5].