GameZone

საიტი gamezone.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია თავისუფალი
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ჯეფ და კეტი კონორები
მფლობელი GameZone Next
გაეშვა 1994; 31 წლის წინ (1994)
Alexa-ს რეიტინგი positive decrease 11,711 (2015 წლის მონაცემით)[1]

GameZone არის ამერიკული მულტიპლატფორმული ვიდეო თამაშების ვებსაიტი, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს მიმოხილვებს, პრევიუებსა და სიახლეებს, ასევე საიტზე არსებობს გადმოტვირთვების განყოფილება. საიტი დაარსდა 1994 წელს ქალაქ ლივონიაში (მიჩიგანის შტატი) ჯეფ და კეტი კონორების მიერ, როგორც GameZone Online. მიუხედავად იმისა რომ საიტის ოფიციალური სახელწოდება არის GameZone Online, მას შემოკლებით GameZone-ით მოიხსენიებენ. იგი მოიცავს თითქმის ყველა მიმდინარე პლატფორმას, მათ შორის MMOG ჟანრსა და მობილურ თამაშებს.

  1. Alexa Ranking. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-17. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2015.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne