Game Gear | |
---|---|
მწარმოებელი | Sega |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 6 ოქტომბერი, 1990 ავს 1992 |
თავდაპირველი ფასი |
19,800 იაპონური იენა 149.99 აშშ დოლარი 99.99 გირვანქა სტერლინგი[2] |
შეწყდა |
|
გაიყიდა | 10.62 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება | 6 x AA ბატარეა, 3-დან 5 საათამდე |
პროცესორი | Zilog Z80 @ 3.5 მჰც |
მეხსიერება | 8kB RAM, 16kB VRAM |
გრაფიკა | 160 × 144 პიქსელები, 4096-ფერთა პალიტრა, 32 ფერი ეკრანზე |
ხმა |
Texas Instruments SN76489 მონოსპიკერი ყურსასმენების ბუდე |
ზომა | 210 × 113 × 38 მმ |
Game Gear — 8 ბირტიანი მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega-ს მიერ 1990 წლის 6 ოქტომბერს იაპონიაში,[3] 1991 წლის აპრილში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, 1992 წელს ავსტრალიაში.[2] Game Gear კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ის, Atari-ის Atari Lynx-სა და NEC-ის TurboExpress-ს.
მასზე მუშაობა დაიწყო 1989 წელს, კოდური სახელით „Project Mercury“.[2] მისი თავდაპირველი ღირებულება იაპონიაში შეადგენდა 19,800 იაპონური იენას, ხოლო აშშ-ში — 149.99 დოლარს. იგი ტექნიკურად ბევრად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ს. მოიხმარდა იმავე აპარატულ უზრუნველყოფას, რასაც Master System: Zilog Z80-ის 8 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 3.5 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 8kB ოპერატიული მეხსიერება და Texas Instruments SN76489-ის ხმის ჩიპი. გააჩნდა ფერადი ეკრანი 160 × 144 გაფართოებით,[2] რომელიც ერთდროულად გამოსახავდა 32 ფერს.[5] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა ექვსი ცალი AA ბატარეა (თამაშის რეჟიმში სამიდან ხუთ საათამდე).[6] მას აგრეთვე შეეძლო Master System-ის თამაშების გაშვება სპეციალური გადამყვანის მეშვეობით.
საერთო ჯამში კონსოლზე გამოიცა 300 თამაში,[3] რომელთა უმეტესობა მოიცავდა Master System-ის პორტირებულ ვერსიას. კარტრიჯების ფასები მერყეობდა 24.99-დან 29.99 დოლარამდე, ხოლო ყველაზე პოპულარული თამაშები იყო „Sonic the Hedgehog“, „The GG Shinobi“, „Space Harrier“ და „Land of Illusion Starring Mickey Mouse“.[7] სისტემისთვის შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის TV-ტუნერი, რომელიც თავსდებოდა კარტრიჯის სლოტში და კონსოლს ტელევიზორის ფუნქციას ანიჭებდა.
მიუხედავად მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობებისა, მან ვერ შეძლო Game Boy-სთვის კონკურენციის გაწევა კვების დაბალი ხარისხის, ორიგინალი თამაშების სიმცირისა და Sega-ს მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, 1996 წლის მარტის მონაცემებით, კონსოლის გაყიდვებმა 10.62 მილიონს მიაღწია.[8] მისი წარმოება შეწყდა 1997 წლის 30 აპრილს.[6] 2000 წლიდან Sega-თან შეთანხმებით, Game Gear-ს შემცირებულ ფასად, 30 აშშ დოლარად უშვებდა Majesco Entertainment, რომელზეც თავსებადი იყო ორიგინალი Game Gear-ის თამაშები.[9] კონსოლის გაყიდვა საბოლოოდ შეწყდა 2001 წელს.
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება) See lines 8 and 20 for units sold in Japan and other regions, respectively.