German Masters

German Mastersსნუკერის პროფესიონალური ტურნირი. 1995/96—1997/98 წლების სეზონებზე იყო რეიტინგული (ანაცვლებდა ტურნირ European Open-ს) და ეწოდებოდა German Open (გერმანიის ღია ჩემპიონატი). შემდეგ სეზონზე, 1998/99 წლებში, German Masters-ის სახელით ტურნირი უკვე არარეიტინგული იყო, მოგვიანებით კი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა არსებობა. მხოლოდ 2010/11 წლების სეზონზე ტურნირი განახლდა სახელწოდებით German Masters და მიიღო რეიტინგული ტურნირის სტატუსი[1].

  1. სნუკერის ვარსკვლავები გერმანიაში მიდიან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-23. ციტირების თარიღი: 2014-12-11.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne