„Get the Balance Right!“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Depeche Mode | ||||
B-მხარე | The Great Outdoors! | |||
გამოსვლის თარიღი | 31 იანვარი 1983 | |||
ჩაიწერა | 1982 | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:13 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Mute Records | |||
ავტორ(ებ)ი | მარტინ გორი | |||
პროდიუსერი | Depeche Mode, დენიელ მილერი | |||
Depeche Mode — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Get the Balance Right! — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის დისკოგრაფიაში რიგით მეშვიდე სინგლი. იგი გამოიცა ბრიტანეთში, 1983 წლის 31 იანვარს. სიმღერა არ შესულა ჯგუფის რომელიმე სტუდიურ ალბომში, თუმცა მოხვდა კრებულებში People Are People და The Singles 81-85.
სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში პირველ სტრიქონებს, რომლებსაც დეივ გეენი ასრულებს, ტუჩებს აყოლებს ალან უაილდერი. სხვადასხვა მიზეზის გამო რეჟისორმა დაუშვა ეს შეცდომა. საბოლოო შედეგით ჯგუფი უკმაყოფილო დარჩა. მუსიკალური ვიდეო კომერციულად არსად გავრცელებულა.