ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 25 მარტი, 1993 |
დამაარსებელი |
დრიუ მარკჰემი ბერი დემპსი |
დაიხურა | 2005 |
სათავო ოფისი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მფლობელი | Activision (2002–2005) |
Gray Matter Interactive Studios, Inc. (ადრე Xatrix Entertainment, Inc.) — ამერიკული ვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, დაფუძნებული 1993 წლის 25 მარტს, დრიუ მარკჰემის და ბერი დემპსის მიერ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება იყო Xatrix Entertainment, ხოლო სახელი Gray Matter Interactive დაერქვა 1999 წლის 17 ივნისს.
2002 წლის 14 იანვარს შეიძინა Activision-მა. 2005 წელს შეერწყა Activision-ის შვილობილ კომპანია Treyarch-ს.