Greenstream — გაზსადენი ლიბიაში. გაყვანილია ტრანსპორტირების მიზნით ხმელთაშუა ზღვის ქვეშ, ლიბიიდან იტალიის მიმართულებით. გაზსადენის სიგრძეა 520 კილომეტრი, ხოლო დიამეტრი 810 მილიმეტრი. ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა წელიწადში 8-11 მლრდ. მ³. ეკუთვნის ლიბიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციასა და Eni-ს. აირის ტრანსპორტირების იდეა ლიბიიდან იტალიის მიმართულებით პირველად 1970-იან წლებში გაჩნდა. მშენებლობა დაიწყო 2003 წელს.[1] აირის საცდელი მიწოდება დაიწყო 2004 წლის 1 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 7 ოქტომბერს შედგა გაზსადენის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ იტალიისა და ლიბიის პოლიტიკური ლიდერები შესაბამისად, სილვიო ბერლუსკონი და მუამარ კადაფი.[1][2] Greenstream-ის მშენებლობა დაჯდა 6,6 მლრდ. ამერიკული დოლარი.[1]