Harbour of Tears | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 იანვარი 1996 | |||
ჩაიწერა | 1994-1995 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 62:14 | |||
ლეიბლი | Camel Productions | |||
პროდიუსერი | ენდრიუ ლატიმერი | |||
Camel — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Harbour of Tears — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Camel-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1996 წელს. ეს არის კონცეპტუალური ალბომი, რომელშიც მოთხრობილია ირლანდიური ოჯახის ემიგრირებაზე აშშ-ში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში.
ალბომის უკანასკნელი კომპოზიციის „The Hour Candle (A Song for My Father)“ უმეტეს ნაწილს შეადგენს ზღვის ხმა. ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა ენდრიუ ლატიმერმა შეიტყო, რომ მისი ბებიის ოჯახმა ირლანდია დატოვა კობის ნავსადგურიდან და ეს იყო უკანასკნელი ადგილი, რომელიც მათ მშობლიურ მიწაზე იხილეს. ამ ნავსადგურს უწოდებდნენ „ცრემლების ნავსადგურს“, რაც იქცა ალბომის სახელწოდებად.