„Hey, Hey, Rise Up!“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი — პინკ ფლოიდი და ანდრეი ხლივნიუკი (BoomBox) | ||||
B-მხარე | „A Great Day for Freedom 2022“ | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 3:27 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Pink Floyd Records Rhino (ევროპა) Columbia/Sony Music (worldwide) | |||
ავტორ(ებ)ი | ||||
პროდიუსერი | დეივიდ გილმორი | |||
პინკ ფლოიდი ქრონოლოგია | ||||
| ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
"Hey Hey Rise Up" YouTube-ზე |
„Hey, Hey, Rise Up!“ (იგივე „Hey Hey Rise Up“) — ინგლისური როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სახელით გამოცემული სიმღერა. იგი გამოვიდა ციფრულ პლატფორმებზე, 2022 წლის 8 აპრილს. სიმღერა ეფუძნება უკრაინულ 1914 წლის ჰიმნს „ოი უ ლუზი ჩერვონა კალინა“. მასში ჟღერს ჯგუფ BoomBox-ის ვოკალისტ ანდრეი ხლივნიუკის ხმა.
„Hey, Hey, Rise Up!“ არის პინკ ფლოიდის სახელით გამოცემული პირველი სინგლი, 2014 წლის „Louder than Words“-ის შემდეგ.[2][3] ჯგუფის გიტარისტმა, დეივიდ გილმორმა, სიმღერა სხვებთან ერთად ჩაწერა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის ამ ქვეყანაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ. მეტ უაიტკროსმა აგრეთვე გადაიღო სიმღერის ოფიციალური ვიდეო, რომელშიც დეივიდ გილმორი, ნიკ მეისონი და დამატებითი მუსიკოსები სიმღერას უკრავენ ომის კადრების ფონზე. ფიზიკური სახით სიმღერა CD-ზე და გრამფირფიტაზე გამოიცა 2022 წლის 15 ივლისს, ხოლო მის B-მხარეზე წარმოდგენილი იყო ჯგუფის 1994 წლის „A Great Day for Freedom“-ის ახალი ვერსია.[4] სიმღერის გავრცელებიდან შემოსული თანხა გადაეცა უკრაინას.