კომპანია 1988 წელს ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა რენ ჟენგფეიმ დააარსა და გააფორმა კერძო კომპანიად, რომელსაც მასში დასაქმებულები ფლობდნენ. ჰუავეის მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორც ჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; ასევე საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოება სამომხმარებლო ბაზრისთვის.[4] კომპანიაში დასაქმებულია 140 000 ადამიანი, რომელთა 46% ჩართულია კვლევისა და გაუმჯობესების (R&D) პროცესში.[5][6] იგი ფლობს 20 R&D დაწესებულებას ჩინეთში, აშშ–ში, გერმანიაში, შვედეთში, ინდოეთში, რუსეთსა და თურქეთში.[7][8] 2011 წელს ამ სფეროში მან $3,74 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.[9][10]
2010 წელს ჰუავეიმ 23,8 მლრდ ჩინური იუანის (3,7 აშშ დოლარი) მოგება ნახა.[11] მის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 140–ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიცაციო ოპერატორიდან 45–ს ამჟამად ჰუავეი ემსახურება.[12]