![]() | |
ტიპი |
კაბუსიკი გაისა კერძო კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 18 მაისი, 1973 |
დაიხურა | 1 მარტი, 2012 |
სათავო ოფისი | მიდტაუნ ტაუერი, ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
ტაკაჰასი მეიძინი აკირა საკუმა კაძუჰიკო უეჰარა (პრეზიდენტი 2011‒2012) |
პროდუქცია |
Hudson Soft-ის თამაშების სია TurboGrafx-16 TurboExpress PC-FX |
მთლიანი შემოსავალი |
![]() |
თანამშრომელი | 421 (მარტი, 2011) [2] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
Hudson Soft Co., Ltd (იაპონ. 株式会社ハドソン), უფრო მეტად ცნობილი შემოკლებული სახელით Hudson — იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია, რომელსაც შექმნილი და გამოცემული აქვს უამრავი თამაში კონსოლებისთვის, სახლის კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონებისთვის 1980-2000-იან წლებში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა მიდტაუნ ტაუერში, ტოკიო, იაპონია, ასევე დამატებით ოფისებს ფლობდა ქალაქ საპოროში.[3]
Hudson Soft დაარსდა 1973 წლის 18 მაისს და თავდაპირველად ორიენტირებული იყო პერსონალურ კომპიუტერებთან დაკავშირებული პროდუქტების შემუშავებაზე, მაგრამ მოგვიანებით მისი საქმიანობის სფერო მოიცვა ვიდეო თამაშებმა და მობილურმა კონტენტებმა, ის ასევე დაკავებული იყო მუსიკის ჩაწერით. როგორც თამაშების გამომცემელმა, შიდა სტუდიების მეშვეობით შეიმუშავა რიგი განთქმული ფრენჩაიზები, მათ შორის: „Bomberman, „Adventure Island“, „Bloody Roar“ და „Bonk“.[4]
1987 წელს NEC-ისა და Hudson Sof-ის თანამშრომლობით შეიქმნა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი TurboGrafx-16, რომელიც კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Sega-ს და SNK-ს.
2012 წლის 1 მარტს Hudson Soft-მა, როგორც კომპანიამ შეწყვიტა არსებობა და შეერწყა Konami Digital Entertainment-ს.[5] მისი პროდუქტების რეალიზაცია კვლავ გრძელდება Hudson-ის ბრენდის ქვეშ Konami-ის მეშვეობით.[6]