Hypsogastropoda

Hypsogastropoda

Nassarius tiarula Nassariidae-ს ოჯახიდან
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hypsogastropoda

Hypsogastropoda — ზღვის ლოკოკინების (მუცელფეხიანები) კლასის წარმომადგენელი კლადი, ისევე როგორც Caenogastropoda. კლადში შედის ორი დამატებითი კლადი და ერთი არაოფიციალური ჯგუფი: კლადი Littorinimorpha, არაფორმალური ჯგუფი Ptenoglossa და კლადი Neogastropoda.

დამახასიათებელია ოპერკულუმი, რომელიც წარმოდგენილია სპირალური და კონცენტრული ბირთვით. ნიჟარა 4 ხვეულით, მარჯვნივმბრუნი, გაბრტყელებული და მოგრძო კონუსის ფორმის, გლუვი ან უსწორმასწორო ზედაპირით. მახასიათებელია წინ წამართული პიკი. ნიჟარის კიდე გლუვზედაპირიანი, მცირედი წანაზარდებით. საერთო სიგრძე 8 სმ-მდე.

Hypsogastropoda-ს სახეობის წარმომადგენლები ძირითადად ბინადრობენ შიდაკონტინენტურ მომლაშო წყლებში. გავრცელებიას არეალს შეიძლება წარმოადგენდეს მცირე ზომის ტბები, მდინარეები, ზღვის სანაპიროები, ტროპიკული ჩანჩქერები, იზოლირებული მშრალი არეალის მდინარეები. იკვებებიან ბაქტერიებითა და ნარჩენებით.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne