I Disappear

„I Disappear“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Music from and Inspired by Mission: Impossible II
გამოსვლის თარიღი 2000
ჩაიწერა 26 იანვარი, 2000[1]
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 4:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros. Records/Hollywood Records
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„No Leaf Clover“
(2000)
I Disappear
(2000)
„St. Anger“
(2003)
აუდიომაგალითი
yes

I Disappearამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა, რომელიც გამოვიდა სინგლის სახით მხოლოდ გერმანიაში 2000 წლის 26 იანვარს.[1] სიმღერა წარმოადგენს მეტალიკის მიერ შეტანილ წვლილს ალბომში Music from and Inspired by Mission: Impossible II და საუნდტრეკს ფილმისთვის „შეუსრულებელი მისია 2“. სიმღერამ მიაღწია პირველ ადგილს ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და იმყოფებოდა ამ პოზიციაზე შვიდი კვირის (არა თანმიყოლებით) განმავლობაში 2000 წლის ზაფხულში. სიმღერა არ შედის მეტალიკის არც ერთ სტუდიურ ალბომში. სიმღერა მეტალიკის უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარია, რომელშიც მათი ყოფილი ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი უკრავს.

სიმღერის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ვერსიის აღმოჩენამ ინტერნეტში ფაილთა გაზიარების სისტემა ნაპსტერში ადრეულ 2000 წელს გამოიწვია სასამართლო კონფლიქტი ჯგუფსა და ნაპსტერს შორის, რომელსაც შემდგომ კიდევ რამდენიმე შემსრულებელი შეუერთდა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

  1. 1.0 1.1 სინგლის გამოსვლის თარიღი. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-12

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne